საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ - გამარჯვებულთა ესეების კრებულის პრეზენტაცია

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობამ, „არა ბარბარიზმებს“ საზოგადოებას კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამარჯვებულ მოსწავლეთა ესეების კრებული წარუდგინა. 
კონკურსი 2018 წელს ჩატარდა უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით  32 სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტებმა დაწერეს თხზულება თემაზე „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. საკონკურსო ჟიურის სკოლებმა განსახილველად გადასცეს მათ მიერ შერჩეული 125 ესეი, რომელთაგანაც გამოვლინდა 20 გამარჯვებული მოსწავლე. 
კონკურსის გამარჯვებულები 2018 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოვდნენ. კონკურსი მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს.
კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ესეები დაიბეჭდა კონკურსის კრებულში, რომელიც 2019 წელს გამოსცა თსუ-მ.
ამავე დღეს მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ანგარიშით წარსდგა საზოგადოების წინაშე ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების  შესახებ.  
თარიღი: 18/04/2019